- ბავშვის გამოკვებამდე ყოველთვის შეამოწმეთ
საკვების ტემპერატურა. ნაზად დაატრიალეთ ბოთლი
და შეამოწმეთ ტემპერატურა მაჯაზე რამდენიმე წვეთის
დასხურებით.
გაფრთხილება
- ეს მოწყობილობა განკუთვნილია საყოფაცხოვრებო
მსგავს პირობებში გამოსაყენებლად, როგორიცაა:
ფერმები, საოჯახო სასტუმროები, პერსონალისთვის
განკუთვნილი სასადილო სივრცეები მაღაზიებში,
ოფისებსა და სხვა სამუშაო ადგილებში, ასევე, ის
შეიძლება გამოიყენონ კლიენტებმა სასტუმროებში,
მოტელებსა და საცხოვრებელი ტიპის შენობებში.
- გამოაერთეთ მოწყობილობა თუ მას არ იყენებთ.
- გამოყენების შემდეგ გამათბობელი ელემენტის
ზედაპირი სითბოს შეინარჩუნებს.
- მოწყობილობის გაწმენდამდე დაელოდეთ მის
გაგრილებას.
- მოწყობილობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების
თავიდან ასაცილებლად მიჰყევით ნადებისგან გაწმენდის
ინსტრუქციებს.
- არ სცადოთ მოწყობილობის დამოუკიდებლად გახსნა
ან შეკეთება. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ Philips-ის
მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს თქვენს ქვეყანაში
(იხილეთ www.philips.com/support).
- საკვები არ უნდა გააცხელოთ ზედმეტად დიდი ხნის
განმავლობაში.
დამზადების თარიღი YYWW მითითებულია ბოთლის შემთბობის ქვედა პანელზე,
კაბელის შესანახ განყოფილებაზე.
ელექტრომაგნიტური ველები (EMF)
Philips-ის ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს ყველა მოქმედ სტანდარტსა და
რეგულაციას, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ველებთან კონტაქტს ეხება.
- ქართული 55 -