Download Print this page

დაბლენდერება ორთქლით დამუშავების გარეშე - Philips AVENT SCF870 Manual

Hide thumbs Also See for AVENT SCF870:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
5
დაბლენდერების დასრულების შემდეგ, უბრალოდ, აუშვით ხელი მართვის
ღილაკს.
» მართვის ღილაკი ავტომატურად ბრუნდება „გამორთულ" მდგომარეობაში.
6
გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან.
7
ამოიღეთ დანების ბლოკი. სიფრთხილე გამოიჩინეთ დანების ბლოკის
მოხსნისას, რადგან ის შეიძლება ცხელი იყოს. ჭურჭლიდან ამოიღეთ
დაბლენდერებული საკვები. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ
მოწყობილობასთან ერთად მოწოდებული სპატულა.
დარწმუნდით, რომ ჩვილის საკვები მომზადებულია ჩვილისთვის უსაფრთხო
ტემპერატურაზე.
8
ჩვეულებრივ პირობებში, ორთქლით დამუშავების შემდეგ წყლის
რეზერვუარში წყალი არ დარჩება. ამის მიუხედავად, ზოგიერთ სიტუაციაში
(მაგ., იმ შემთხვევაში, თუ წყლის რეზერვუარში ნადები წარმოიქმნა,
ორთქლით დამუშავების პროცესი შეფერხდა ან მოწყობილობა
არამიზნობრივად გამოიყენეთ) წყლის რეზერვუარში ცოტაოდენი წყალი
შეიძლება დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ბაქტერიების გამრავლების თავიდან
ასაცილებლად წყლის რეზერვუარი გამოყენების შემდეგ სრულად დაცალეთ.
წყლის რეზერვუარს ნადები რომ მოაცილოთ, იხილეთ თავი „გასუფთავება და
მოვლა-შენახვა".
დაბლენდერება ორთქლით დამუშავების გარეშე
მოწყობილობა განკუთვნილია შემდეგისთვის:
ორთქლზე მომზადებული და მოხარშული ინგრედიენტების ერთგვაროვან მასად
გადაქცევა ჩვილის საჭმლისთვის
სითხეებისა და ხილის დაბლენდერება ჩვილის სასმელებისთვის
მოწყობილობა განკუთვნილი არ არის ისეთი მაგარი ინგრედიენტების
დასაჭრელად, როგორიცაა ყინულისა და შაქრის კუბები.
სითხეების ჩასხმის შემდეგ ჯამი არასდროს მოათავსოთ ორთქლით დამუშავების
მდგომარეობაში.
შენიშვნა: სითხეების დაბლენდერებისას ჯამი არ შეავსოთ მასზე მითითებულ
მაქსიმალურ დონეზე მეტად.
შენიშვნა: დაბლენდერების შემდეგ ბავშვის საჭმელი არასდროს დაამუშაოთ
ორთქლით.
- ქართული 94 -

Hide quick links:

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scf870/20