Download Print this page

Philips AVENT SCF883 Manual page 115

Hide thumbs Also See for AVENT SCF883:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
- მოწყობილობა არ შეაერთოთ გარე გამომრთველ
მოწყობილობასთან, როგორიცაა წამზომი ან ქსელში,
რომელიც ხშირად ირთვება და ითიშება.
- ყოველთვის შეამოწმეთ მომზადებული საჭმლის
ტემპერატურა ხელის მტევნით, რათა დარწმუნდეთ, რომ
ის თქვენი ბავშვისთვის უსაფრთხოა.
- ყოველთვის შეამოწმეთ ბავშვისთვის მომზადებული
საკვების კონსისტენცია. იმისათვის, რომ გაიგოთ,
რომელი საკვების შემცველობაა შესაფერისი სხვადასხვა
ასაკისათვის, მიმართეთ პროფესიონალურ რჩევებს,
რომლებიც მოყვება ამ მოწყობილობას, ან რჩევისთვის
მიმართეთ ექიმს ან კონსულტანტს.
- ჭურჭლიდან საჭმლის ამოსაღებად გამოიყენეთ მხოლოდ
მოწოდებული სპატულა.
- ნადებისგან რეგულარული გაწმენდა მოწყობილობას
დაზიანებისგან დაიცავს.
- მოწყობილობასთან ერთად მოწოდებული შესანახი
კონტეინერი ბავშვის კვებისთვის არ არის განკუთვნილი.
აკრძალულია ბავშვის გამოკვება პირდაპირ შესანახი
ჭურჭლიდან.
- შესანახი ჭურჭელი გულდასმით გაწმინდეთ
გამოყენებამდე, ხოლო შემდეგ ჩაუტარეთ სტერილიზაცია
Philips Avent-ის სტერილიზატორით ან 5 წუთის
განმავლობაში მოათავსეთ მდუღარე წყალში. ამ
პროცედურის მიზანია ჰიგიენის დაცვა. შესანახი ჭურჭლის
სტერილიზაციისთვის მდუღარე წყლის გამოყენებისას
დარწმუნდით, რომ კონტეინერში საკმარისი წყალია
და ასევე დარწმუნდით იმაში, რომ შესანახი ჭურჭელი
ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში არ არის კონტაქტში
კონტეინერთან, გათბობით გამოწვეული დეფორმაციის
თავიდან ასაცილებლად.
- ქართული 113 -

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scf885